მომსახურებით სარგებლობის პირობები

ძვირფასო მომხმარებელო! გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მოსახურებით სარგებლობის პირობებს, რომელიც წარმოადგენს მომხმარებელსა და სს „ფისტა ფეი“-ს შორის ჩარჩო ხელშეკრულებას, შემდგომში „ხელშეკრულება“.

ჩვენი საშუალებით შეგიძლიათ გადაიხადოთ სხვადასხვა მომსახურების ან პროდუქციის საფასური, რომლის ჩამონათვალიც მოცემულია გადახდის საშუალების მენიუში.

ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ ხელშეკრულების პირობებს და ვალდებული ხართ განუხრელად დაიცვათ ყველა ქვემოთხსენებული პირობა, რომლითაც რეგულირდება თქვენ მიერ ჩვენი სერვისით სარგებლობა და სხვა მომსახურების პირობები. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ჩვენი სერვისით სარგებლობა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგადი პირობების გარდა კონკრეტული მომსახურების მიღებისას შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული და სპეციფიკური წესები, რომლის შესახებაც თქვენ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტული მომსახურების მიღების პროცესში. ზოგად პირობებსა და სპეციფიკურ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სპეციფიკურ პირობებს.

ჩვენი მომსახურება შეგიძლიათ მიღოთ შემდეგი საშუალებით: ვებგვერდი, პოსტ ტერმინალი, აპლიკაცია, მოლარე ოპერატორის საშუალებით; თქვენს მიერ ჩვენთვის გადასახდელი/გადახდილი ყველა საკომისიოს და მათი გამოთვლის პრინციპების გასაცნობად გადადით ბმულზე https://www.postapay.ge/

ჩვენი საკომისიოს მინიმალური და მაქსიმალური ოდენობის გასაცნობად გადადით ბმულზე https://www.postapay.ge/

საგადახდო დავალება მიღებულად ითვლება მყისიერად, გადახდის დადასტურების მომენტიდან. გადახდის დასტურად მიიჩნევა:
ა) ვებ გვერდის და აპლიკაციის შემთხვევაში ღილაკზე “გადახდა” დაჭერა;
ბ) თვით მომსახურების ტერმინალებით სარგებლობისას თანხის აპარატში მოთავსება;

ზოგადი პირობები

1.1 ტერმინთა განმარტება:

1.1.1 საგადახდო მომსახურების პროვაიდერი – იურიდიული პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უწევს საგადახდო მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად – სს „ფოსტა ფეი“ (შემდგომში „კომპანია“);

1.1.2 მომსახურება – საგადახდო ან/და სხვა მომსახურება;

1.1.3 ჩარჩო – ხელშეკრულება- წინამდებარე დოკუმენტი, შემდგომში „ხელშეკრულება“;

1.1.4 ვებ-გვერდი – https://www.postapay.ge/

1.1.5 ანგარიში – ელექტრონული ანგარიში, საგადახდო ინსტრუმენტი ტექნიკური საშუალება რომელიც იძლევა ელექტრონული ფულის გამოყენების საშუალებას;

1.1.6 მიმღები – პირი, რომელსაც სს „ფოსტა ფეი“ უწევს საგადახდო მომსახურებას;

1.1.7 მონაცემთა დამუშავება – ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;

1.1.8 არაავტორიზებული გადახდა – ისეთი გადახდა, როდესაც არ არსებობს გადამხდელის თანხმობა ოპერაციის განხორციელებაზე;

1.1.9 საგადახდო ინსტრუმენტი – ტექნიკური საშუალება ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებული პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც საგადახდო მომსახურების მომხმარებელი ახდენს საგადახდო დავალების ინიციირებას;

1.1.10 საგადახდო დავალება – გადამხდელის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის მიცემული დავალება გადახდის ოპერაციის განხორციელების თაობაზე;

1.2. ჩვენი სხვა მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ რომ:

 

1.2.1 ხართ სრულწლოვანი, 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ ხელშეკრულება, მიიღოთ სერვისის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;

1.2.2 განუხრელად დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სერვისით სარგებლობის პირობებს;

1.2.3 წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;

1.2.4 დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;

1.2.5 მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის ან ნებისმიერი რეკვიზიტის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშის რეკვიზიტებს, რათა დაცული იყოს თქვენს პირად ანგარიშზე არსებული აქტივი და ინფორმაცია;

1.2.6 გეკუთვნით ან ფლობთ ყველა საჭირო უფლებას, ნებართვას საიმისოდ, რომ გამოიყენოთ და ნება დართოთ Postapay.ge-ს რათა მან გამოიყენოს ნებისმიერი თქვენს მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ამ ხელშეკრულებისა და ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის წესების შესაბამისად (რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე);

1.2.7 ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციას არ გამოიყენებთ პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოსაპოვებლად და კომერციული მიზნების მისაღწევად, მათ შორის ანგარიშთა სახელწოდებებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს ან სხვა მსგავს ინფორმაციას;

1.2.8 არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ;

1.2.9 არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს;

1.2.10 არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;

1.2.11 არ განახორციელებთ ნებისმიერ უკანონო ქმედებას ასევე რეკლამირებას ჩვენი ვებგვერდის ან მომსახურების მეშვეობით;

1.2.12 ვებგვერდს ან მომსახურებას არ გამოიყენებთ იმისათვის, რომ შექმნილ იქნეს არასასურველი სპამი ან ელექტრონულ ფოსტაზე გასავრცელებელი რეკლამა;

1.2.13 არ განახორციელებთ კანონით აკრძალულ ისეთი ქმედება(ს), როგორიცაა ფულის გათეთრება, ტერორისტთა/ტერორიზმის დაფინანსება ან ხელშეწყობა, იარაღის შესყიდვა და ა.შ.;

1.2.14 არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით.

1.2.15 თქვენთვის ნებისმიერი ინფორმაციის მოწოდება განხორციელდება ვებგვერდის (www.postapay.ge) საშუალებით.

1.2.16 გეკრძალებათ ელექტრონული ანგარიშის სამეწარმეო მიზნებისათვის გამოყენება გარდა იმ შემთხვევისა, თუ ელექტრონული ანგარიში მფლობელად რეგისტრირებული ხართ, როგორც მეწარმე სუბიექტი;

1.2.17 თუ ხართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი ან მეწარმე სიბიექტი, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმე, თქვენ გაქვთ უფლება ელექტრონული ფულის სქემაში მონაწილეობდეთ, მხოლოდ როგორც გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები, და არ შეიძლება მოქმედებდეთ, როგორც გადამხდელი, გარდა გადამხდელისთვის განხორციელებული ოპერაციის თანხის დაბრუნების შემთხვევისა. თქვენ უფლება გაქვთ ელექრონული ანგარიში გამოიყენოთ გადახდის ოპერაციის დროს მხოლოდ თანხის მისაღებად. თუ საგადახდო მომსახურებით სარგებლობთ, როგორც იურიდიული პირი ან მეწარმე სუბიექტი, აუცილებელია გაიაროთ შესაბამისი რეგისტრაცია და მიუთითოთ თქვენი მოქმედი საბანკო ანგარიში, ვინაიდან ჩვენ უზრუნველვყოფთ ელექტრონული ფულის მიღებიდან არაუგვიანეს 15 საბანკო დღეში აღნიშნული ელექტრონული ფულის მოცულობის ეკვივალენტური ფულადი სახსრების თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვას.

1.2.18. ჩვენი სერვისით ყოველი სარგებლობისას, თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი მონაცემები ჩვენ მიერ შესაძლებელია გადამოწმდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.

1.2.19. არ ხართ პოლიტიკურად აქტიური პირი (უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი. პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში).

1.2.20 თქვენს შესახებ ჩვენ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 13.2 მუხლის საფუძველზე დამუშავებული მონაცემები შესაძლებელია გადაეცეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და საქართველოს ეროვნულ ბანკს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევევბში

 

პასუხისმგებლობა

2.1 პასუხისმგებლობა გვეკისრება მხოლოდ გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობის, არასწორად ან/და ვადის დარღვევით შესრულების შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ ჩვენი ბრალით და მიზეზით;

2.2 თქვენ უფლება გაქვთ დაიბრუნოთ ჩვენი ბრალით გამოწვეული არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესაბამისი თანხა, ხელშეკრულებით დადგენილი წესების შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ არაავტორიზებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 40 დღეზე მეტი ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 180 დღეზე მეტი და თქვენ შეგვატყობინეთ ამგვარი ოპერაციის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადაში, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის წესით დადგენილ ვადაში.

2.3 არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შემთხვევაში გვიკავშირდებით ცხელ ხაზზე: (+995 32257 5000 . გვატყობინებთ არაავტორიზებული ან არასწორედ შესრულებული ოპერაციის შესახებ და გვაწვდით შემდეგ ინფორმაციას: აბონენტის ნომერს (კოდი, რომელიც შეიყავნეთ არჩეულ საგადახდო მომსახურებაზე), ჩარიცხული თანხის ოდენობას და მიმღების დასახელებას ვის სასარგებლოდაც მოხდა გადახდის მიღება. კანონმდებლობის და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას გადახდილი თანხის დაბრუნების ან არ დაბრუნების შესახებ, რომელიც გეცნობებათ. დადებითი გადაწყვეტილები მიღების შემთხვევაში შეგატყობინებთ საკონტაქტო ინფორმაციას (მისამართი, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი), სადაც/ ვისგანაც პირადობის მოწმობის საფუძველზე შეძლებთ მიიღოთ თანხა. თქვენი სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია თანხის გადარიცხვა თქვენს მიერ შემოთავაზებულ მიმღების ანგარიშზე.

2.4 ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ზიანისთვის ან შედეგისათვის, რომელიც გამოწვეულია თქვენი მიზეზით ან ბრალეული ქმედებით, ასევე თქვენს მიერ ანგარიშთან დაკავშირებული ვალდებულებების განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობის შემთხვებში.

2.5 თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის ან არასწორად შესრულებისთვის, რომელიც გამოწვეულია თქვენს მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებაში მითითებული არასწორი ინფორმაციით, მოპარული ან დაკარგული ანგარიშით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით, უსაფრთხოების ზომების დაუცველობით „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.6. თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა წინამდებარე ხელშეკრულების 5.2 მუხლის განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობისთვის.

2.7. ჩვენ არ გვეკისრება პასუხისმგებლობა საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომების ან პერსონიფიცირებული უსაფრთხოების საშუალებების დაუცველობით გამოწვეული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის. თქვენ ვალდებული ხართ უმოკლეს ვადაში შეგვატყობინოთ საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შესახებ, ასევე ელექტრონული ანგარიშის მოხმარების წესების დარღვევიის თაობაზე.

2.8. საგადახდო ინსტრუმენტის მოპარვით ან დაკარგვით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით წარმოშობილი ზიანისთვის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არაავტორიზებული ოპერაციის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის თქვენი პასუხისმგებლობა განისაზღვრება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად;

2.9. ყურადღებით გაეცანით საგადახდო დავალების შესრულებისთვის აუცილებელ ინფორმაციას და სწორედ შეიყვანეთ რეკვიზიტები. თქვენს მიერ შეყვანილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ჩვენ არ გვეკისრება.

2.10 გადახდის შესრულებისას, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ იხდით კონკრეტული მიმღების მომსახურების ან პროდუქციის საფასურს. როგორც კი დააფიქსირებთ გადახდას და აირჩევთ სასურველი გადახდის ფორმას, საბანკო ბარათზე ან ანგარიშზე დაიბლოკება შესაბამისი ოდენობის თანხა. თუკი რაიმე ხარვეზის გამო (მაგალითად ტექნიკური ხარვეზი ოპერატორის მხრიდან), დროულად არ მოხდება სერვისის მიწოდება, ჩვენი სისტემა მიმართავს მიმღებს ან პარტნიორ ბანკს (ვისი საშუალებითაც განხორციელდა გადახდა) და აგზავნის მოთხოვნას მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე თანხის განბლოკვის/დაბრუნების თაობაზე, (იმ შემთხვევაში, თუ გადახდა განხორციელდა საბარათე ანგარიშიდან ). იმ შემთხვევაში, თუ გადახდა განხორციელდა ელექტრონული ანგარიშიდან თანხა დაგიბრუნდებათ ამავე ანგარიშზე. ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი თანხის უკან დაბრუნების პროცესის სისწრაფეზე. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას არსებული შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ჩავერთოთ პროცესის დაჩქარებაში. თანხები, რომლებიც ჩაირიცხა თქვენი მითითებით და მოთხოვნით თქვენს მიერ არჩეულ სერვისზე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ სერვისის მომწოდებელი უარს გვეუბნება წარმატებით შესრულებული გადახდის გაუქმებაზე. გადახდა მიღებულად ითვლება თქვენს მიერ გადახდის შესაბამის ღილაკზე დადასტურების მომენტიდან

 

2.11. თქვენთვის ცნობილია და აღიარებთ, რომ ჩვენი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონებით ფულის გათეთრებისა და მსგავსი დანაშაულის აღკვეთის შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩვენ კანონის შესაბამისად ვალდებულნი ვართ მოვახდინოთ თქვენი პიროვნების იდენტიფიკაცია და სხვა ინფორმაციის მიღება, საქართველოს კანონმდებლობის შესბამისად, სანამ თქვენი ანგარიში მოქმედი გახდება. თუ თქვენ არ გასცემთ პასუხს ჩვენს ყველა კითხვას ან არ მოგვაწვდით ყველა სახის მოთხოვნილ ინფორმაციას, ჩვენ შესაძლოა ვერ მივიღოთ თქვენი განაცხადი მომსახურების შესახებ. მოსაწოდებელი ინფომრაცია ასევე მოიცავს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, იმ პირების სახელებსა და პირადობის დამადასტურებელ მონაცემებს, რომლებთანაც თქვენ ფინანსური კავშირი გაქვთ.

 

 

3. ანგარიშის უსაფრთხოების ზომა

 

3.1 თქვენ ვალდებული ხართ ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოთ თქვენი ელექტრონული ანგარიშის ნებისმერი რეკვიზიტები (ტელეფონის ნომერი, პაროლი, ელ ფოსტის მისამართი და სხვა) და არანაირი ფორმით არ გაუმჟღავნოთ იგი ნებისმიერ მესამე პირს. უსაფრთხოების დაცვის მიზნით:

პერიოდულად (არანაკლებ 3 თვეში ერთხელ) შეცვალეთ თქვენი პაროლი.

არ ჩაიწეროთ ან სხვაგვარად შეინახოთ თქვენი ანგარიშის რეკვიზიტები, რათა ადვილად ხელმისაწვდომი არ გახდეს მესამე პირისთვის

არ აირჩიოთ ადვილად გამოსაცნობი ან რაიმე მნიშვნელობის მქონე პაროლი, რომელიც შესაძლებელია ადვილად გამოსაცნობი იქნას სხვა პირის მიერ;

რეგისტრაციისას მითითებული მობილურის ნომერი შეინახეთ უსაფრთხოდ, რადგან მობილურის ნომრით შესაძლებელია ავტორიზაცია ანგარიშზე (sms ავტორიზაცია). მობილური ნომრის ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიუთითოთ ახალი ნომერი სადაც გსურთ რომ მიიღოთ ავტორიზაციის კოდი.

3.2 თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეცვალოთ თქვენი პაროლი და დაგვიკავშირდეთ, იმ შემთხვევაში თუ გაქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ თქვენს ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული.

3.3 თქვენ ასევე ვალდებული ხართ მიიღოთ ყველა გონივრული ზომა და უზრუნველყოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის ანგარიშების დაცვა. შეამოწმეთ და დარწმუნდით, რომ თქვენი ელექტრონული ფოსტის ანგარიშები არის დაცული და სარგებლობთ მხოლოდ თქვენ, რადგან თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პაროლის აღსადგენად. იმ შემთხვევაში თუ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ელექტრონული ფოსტა იქნა უკანონოდ გამოყენებული, თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ ჩვენ და თქვენი ელექტრონული ფოსტის სერვის პროვაიდერს.

 

3.4 თუ თქვენ ანგარიშით სარგებლობისათვის იყენებთ საჯარო ან საერთო მოხმარების კომპიუტერს, ან მესამე პირის მობილურ ტელეფონს, თქვენ ვალდებული ხართ უზრუნველყოთ, რომ თქვენი ანგარიშზე წვდომის მონაცემები არ შეინახება ვებ ბრაუზერში ან ქეშში. თუ თქვენ იყენებთ თქვენს პირად კომპიუტერს, ასეთ შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ უზრუნველყოთ, რომ მხოლოდ თქვენ სარგებლობდეთ აღნიშნული კომპიუტერით. თქვენ ვალდებული ხართ არასდროს გამოიყენოთ კომპიუტერის ნებისმიერი ისეთი ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ანგარიშზე წვდომის მონაცემების ან პაროლების კომპიუტერზე შენახვა და დამახსოვრება. მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ პროგრამიდან მხოლოდ “Logout”-ის (გამოსვლა) ღილაკზე დაჭერით

3.5 ანგარიშით სარგებლობისას არ გამოიყენოთ საერთო სარგებლობის ინტერნეტი (მაგ. Tbilisi loves you)

3.6 თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ ანგარიშით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ჩვენს მიერ მოწოდებულ ციფრული, პროგრამული ან სხვა სახის ციფრული თუ ელექტრონული წვდომის საშუალებებს ან აღნიშნულ საშუალებებთან დაკავშირებულ ყველა სახის კოდებს.

3.7 სხვა დამატებით პროდუქტებს ან მომსახურებებს, რომელთა გამოყენების უფლებაც გაქვთ თქვენ, შესაძლებელია ჰქონდეს უსაფრთხოების სხვა დამატებითი მოთხოვნები და თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ ასეთ მოთხოვნებს;

3.8 თქვენი ანგარიშის უსაფრთოხების მიზნით, ვებ გვერდზე შესვლამდე დარწმუნდით, რომ იმყოფებით შემდეგ ინტერნეტ გვერდზე: https://www.postapay.ge/ აღნიშნულის გადამოწმება შეგიძლიათ ვებ–ბრაუზერზე არსებულ, ან გვერდის ზედა მარცხენა კუთხეში მოთავსებულ ბოქლომზე დაჭერით, სადაც იღებთ ინფორმაციას უსაფრთხოების სერტიფიკატის შესახებ;

3.9 არ შეინახოთ კონფიდენციალური ინფორმაცია (მომხმარებლის სახელი, პაროლი, ავტორიზაციის კოდი) კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურში პაროლით დაუცველ ფაილებში;

3.10 არ გააგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელ. ფოსტით. ჩვენ არასდროს მოგთხოვთ ასეთი ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელ. ფოსტით; თუ თქვენ მიიღებთ მსგავსი მოთხოვნის შემცველ წერილს, დაუყონებლივ დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე (+995 32257 5000, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ და წაშალეთ წერილი.

3.11 სერვისით სარეგებლობისას ისარგებლეთ ლიცენზირებული პროგრამებით.

3.12 შემოთავაზებული უსაფრთხოების პირობების დაცვა მნიშვნელოვანია თქვენი ანგარიშის უსაფრთხოებისთვის, რადგან არ მოხდეს თქვენი ანგარიშის დაკარგვა, მოპარვა, სხვის მიერ უკანონოდ მითვისება ან არასანქცირებული გამოყენება.

3.13 თქვენს მიერ ანგარიშის უსაფრთოების პირობების დაუცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი:

– თქვენს ანგარიშს დაეუფლოს მესამე პირი, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ფინანსური ზარალი, პირადი ინფორმაციის გავრცელება/გამოყენება.

  • ელექტრონული ფოსტის ანგარიშის დაუცველობამ შეიძლება გამოიწვიოს მესამე პირის დაუფლება თქვენს ანგარიშზე, რადგან ელექტრონული ფოსტა გამოიყენება პაროლის აღსადგენად.

3.14 თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ნებისმიერი უსაფრთხოების ზომების დაუცველობის შემთხვევაში ჩვენ პასუხს არ ვაგებთ.

3.15 ჩვენ უფლება გვაქვს დავბლოკოთ/შევაჩეროთ თქვენი ანგარიში, თუ ადგილი ექნება თქვენს მიერ ანგარიშის გამოყენების ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში

 

4. მომსახურების მიღებისა და საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების პირობები

4.1 ჩვენი მომსახურების მიღება ხელმისაწვდომია საქართველოში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ არ დავუშვათ ან სხვა სახით შევზღუდოთ ჩვენი მომსახურების მიღება.

4.2 საგადახდო ინსტრუმენტთან დაკავშირებით ვალდებული ხართ დაიცვათ შემდეგი პირობები:

4.2.1 საგადახდო ინსტრუმენტი გამოიყენოთ ამ ანგარიშისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად;
4.2.2 დაიცვათ საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომები, უზრუნველყოთ ამ ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული საშუალებების დაცვა;
4.2.3 საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ.

4.4 თანხის განაღდების პროცედურა:
4.4.1 თქვენ შეგიძლიათ თანხის განაღდება კომპანიის თბილისის სათაო ოფისში (ქ. თბილისი, შარტავას ქ. 24) მოსვლით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00-მდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეებისა;
4.4.2 თქვენ თან უნდა იქონიოთ მობილური ტელეფონი, ანგარიშზე მითითებული გააქტიურებული ნომრით;
4.4.3 თქვენ თანხის გატანას ახორციელებთ თბილისის სათაო ოფისში განთავსებული სპეციალური თანხის გამცემი აპარატიდან, მობილური ნომრის ვერიფიკაციის შემდგომ;
4.4.4 თანხის განაღდების პროცედურა არ საჭიროებს სპეციალური დოკუმენტაციის შევსებას.
4.4.5. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ანგარიშზე თანხების მიღება აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ეს ტრანზაქციები არ გაუქმდება. ვიტოვებთ თანხების გაუქმების  უფლებას იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელი ან გადამხდელის ბანკი ან გადახდის სერვისის მომწოდებელი უკან წაიღებს ან სხვაგვარად გააუქმებს დარიცხულ თუ სხვა სახის გადახდას, რომელიც გამოყენებულ იქნა თქვენთვის თანხის გადმოსარიცხად.

4.4.6. თუ პიროვნებამ მიიღო გადახდის შეტყობინება ჩვენგან, სადაც მითითებულია, რომ მას ვიღაცამ გადაურიცხა თანხები დაურეგისტრირებელი ელ-ფოსტით, არ მოხდება ამ თანხის დარიცხვა მანამ, სანამ არ გაკეთდება მოთხოვნა შეტყობინებაში დადგენილი ინსტრუქციების თანახმად. მანამდე არ იქნება სახელშეკრულებო ან ფიდუციური ურთიერთბა სავარაუდო მიმღებს და ჩვენს შორის. თანხები რჩება გამომგზავნთან.

 

4.5 ანგარიშის გაუქმების პროცედურია:
4.5.1 ანგარიშის გასაუქმებლად აუცილებელია ანგარიშზე თქვენი ბალანსი იყოს ნული;
4.5.2 ანგარიშის გაუქმება შეუძლია როგორც ლოგინისა და პაროლის, ასევე მხოლოდ მობილურის მქონე მომხმარებელს;
4.5.3 ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია თქვენ მიერ კომპანიის თბილისის სათაო ოფისში მოსვლით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00-მდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეებისა;
4.5.4 თქვენ სათაო ოფისში თან უნდა წარადგინოთ: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/ბინადრობის მოწმობა/საქართველოს პასპორტი ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში უცხო ქვეყნის პასპორტი) და ანგარიშზე მითითებული გააქტიურებული მობილური და ბ) მობილური ოპერატორის ცნობა ნომრის მფლობელობის შესახებ (თუ ნომერი მესამე პირის სახელზეა რეგისტრირებული – მფლობელობის შესახებ მფლობელის ცნობა და მფლობელის მიერ ნომრის განკარგვის შესახებ მინდობილობა).

4.6 მომხმარებლის მიერ ანგარიშის დაბლოკვის და განბლოკვის პროცედურა

4.6.1 ანგარიშის დაბლოკვა ნიშნავს ნებისმიერი საშუალებიდან ანგარიშზე წვდომის შეზღუდვას.

4.6.2 ანგარიშის დაბლოკვა შესაძლებელია ვებ გვერდიდან, ხოლო ანგარიშის დროებითი დაბლოკვისთვის (არაუმეტეს 6 საათისა) შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე (+995 32257 5000

4.6.3 ანგარიშის დაბლოკვის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ლოგინისა და პაროლის მქონე მომხმარებელს.

4.6.4 ცხელ ხაზზე დარეკვით ანგარიშის დროებით დასაბლოკად აუცილებელია კომპანიის შესაბამისი თანამშრომლისთვის ლოგინის, ელექტრონული ფოსტისა და ბოლო ტრანზაქციის დეტალების (დანიშნულება, თანხა) დასახელება.

4.6.5. ანგარიშის განსაბლოკად: ა) თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ კომპანიის სათაო ოფისში და თან უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/ბინადრობის მოწმობა/საქართველოს პასპორტი ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში უცხო ქვეყნის პასპორტი); ბ) შეავსოთ სპეციალური ფორმა სათაო ოფისში (მომხმარებლის ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ლოგინი, მობილური); გ) კომპანიის შესაბამისი თანამშრომელი ინახავს საიდენტიფიკაციო მონაცემების ასლს შევსებულ ფორმასთან ერთად და ახდენს ანგარიშის განბლოკვას; ე) ანგარიშის აღდგენის შემდგომ ხდება ანგარიშის ვერიფიკაცია

 

 

5. შესაძლო ხარვეზები

5.1 ვებგვერდზე შესვლის შეფერხება შეიძლება გამოწვეულ იქნეს:

5.1.1 აღჭურვილობის გაუმართაობით, მათ შორის და არა მხოლოდ, კომპიუტერების, სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობით;
5.1.2 პროგრამების გაუმართაობით;
5.1.3 სისტემის გადატვირთულობით;
5.1.4 ელექტროდენის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივი შეფერხებით;
5.1.5 ზიანით, რომელიც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით, უამინდობით, უბედური შემთხვევით, ომით, აჯანყებით, არეულობით, ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, მთლიანი თუ ნაწილობრივი გაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით;
5.1.6 მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ან ადამიანის სხვაგვარი ჩარევით;
5.1.7 ან ნებისმიერი სხვა მიზეზით (იქნება ეს ზემოთ ჩამოთვლილის მსგავსი თუ არამსგავსი), რომელიც არ არის ჩვენს მიერ კონტროლირებადი.
5.2 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა, რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისაგან/ მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი ხართ თქვენ

 

6.1 ჩვენს ვებ გვერდზე შესაძლებელია არსებობდეს ბმულები, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ დაუკავშირდეთ სხვა ვებგვერდებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ჩვენის მხრიდან არანაირად არ გულისხმობს: სხვა ვებგვერდებზე შესვლის რეკომენდაციას; სხვა ვებგვერდების ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტების, მომსახურებების, მოსაზრებების, იდეების ან ინფორმაციის ნამდვილობის, ხარისხის ან სანდოობის დადასტურებას. ასევე, ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას, რომ ეს საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ისეთი პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს ან მესამე პირების უფლებების სხვა დარღვევებს. ჩვენ ასევე არ გაძლევთ გარანტიას, რომ ასეთი საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა სახის დამაზიანებელი ფაქტორებისგან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სხვა ვებგვერდებს შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ვებგვერდისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც აუცილებელია გაეცნოთ ამ სხვა საიტების პოლიტიკას მანამ, სანამ გაცვლით თქვენ პირად ინფორმაციას.

 

7. მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები

7.1 იმისათვის, რომ სრულად და შეუზღუდავად ისარგებლოთ თქვენი ელექტრონული ანგარიშით აუცილებელია გაიაროთ იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურა. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა (როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი, დაბადების თარიღი და სხვა), როდესაც თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, როგორც მაგალითად, ანგარიშის გახსნა, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორებთან მომსახურების შეძენა. მომსახურების ან პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი საბანკო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საბანკო ბარათის ინფორმაციაზე.

7.2 ვერიფიცირებული ინფორმაცია არის გადამოწმებული ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩვენ უფლება გვაქვს მოგთხოვოთ ვერიფიკაციის გავლა, რაც გულისხმობს თქვენს ანგარიშში თქვენს მიერ სავალდებულო პირადი ინფომაციის შევსებას (პირადი ნომერი და დაბადების თარიღი), რომლის გადამოწმებას ვახდენთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ვერიფიკაციის გავლა დასრულდება წარმატებით.

 

 

7.3 პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია, იდენტიფიკაციისას ადგილზე წარმოადგენთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტს და გაივლით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიის მიერ დადგენილ პროცედურებს. საქართველოს კანონმდებლობის, კომპანიის შიდა დებულებების და უსაფრთხოების გათვალისწინებით ჩვენ შეიძლება მოგთხოვოთ იდენტიფიკაციის გავლა. იდენტიფიკაციის პროცედურა არის ვერიფიკაციის შემდგომი ეტაპი, რომელიც ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე და კანონის შესაბამისად საქართველოში ცხოვრების უფლების მქონე პირებზე.

7.4 არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ ბრაუზერის სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართს. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებგვერდზე.

 

7.5 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მიერ ხდება თქვენგან მიღებული პირადი და არაპირადი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება, რაც გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით თქვენგან მიღებულ მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება მარკეტინგული მიზნებისათვის თანახმად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ პუნქტისა. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენთვის გასაწევი მომსახურების გასაუმჯობესებლად. წინამდებარე ჩარჩო ხელშეკრულების დადასტურებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.

7.6 ინფორმაციის განახლება და შეცვლა. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (გარდა ვერიფიცირებული მონაცემებისა.) ვებგვერდზე თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში შესვლით ან თქვენი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ვებგვერდზე განხორციელებულ ძველ ტრანზაქციებთან. გარდა ამისა, ჩვენთვის შეიძლება შეუძლებელი გახდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა, რადგან ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ინფორმაციის დარეზერვებას. თქვენი საბანკო ბარათის შესახებ ინფორმაცია არ ინახება ჩვენთან იგი განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.

7.7 მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ თქვენ ჩაერთვებით ვებგვერდზე არსებულ რაიმე აქტივობაში.

7.8 ინფორმაციის უსაფრთხოება. ჩვენ ვატარებთ უსაფრთხოების მრავალ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ მესამე პირებს არ გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს საბანკო ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმიუწვდომელია, რადგან თქვენი საბანკო ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმენაირ გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია.

8. იურისდიქცია

8.1 წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით და ჩვენი მომსახურების მიღებისას ითვლება, რომ ხელშეკრულება დადებულია საქართველოში, კერძოდ ქ.თბილისში.

8.2 მხარეთა შორის წარმოშობილი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავის განმხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოდ მიიჩნევა თბილისის საქალაქო სასამართლო.

 

8.3 ხელშეკრულების არც ერთი დებულება არ წარმოშობს თქვენსა და ჩვენს შორის პარტნიორობას, სამსახურებრივ ურთიერთობას ან წარმომადგენლობას. წინამდებარე ხელშეკრულებას არ გააჩნია მესამე მხარე ბენეფიციარი. თქვენ არ შეგიძლიათ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ან ხელშეკრულებით თქვენთვის მონიჭებული უფლებები და მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეთ მესამე მხარეს ჩვენი წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. თქვენს მიერ ასეთი ქმედების ნებისმიერი მცდელობა იქნება ბათილი. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე ნაწილი მიჩნეულ იქნება ბათილად ან აღსასრულებლად გამოუსადეგრად, მაშინ ხელშეკრულების აღნიშნული ნაწილი შედგენილ იქნება შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ხოლო დანარჩენი ნაწილები დარჩება ძალაში.

 

9. ხელშეკრულების შეწყვეტა ცვლილება

9.1 ხელშეკრულებაში დაგეგემილი ცვლილება ძალაში შედის ხელშეკრულებისთვის დადეგნილი ფორმით (ვებგვერდზე) გამოქვეყნების დღიდან 1(ერთი) თვის შემდეგ. აღნიშნული არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ხორციელდება საგადახდო მომსახურების საკომისიოს ოდენობის ცვლილება თქვენს სასარგებლოდ, ასევე იმ ახალ საგადახდო მომსახურებაზე, რომელიც არ ანაცვლებს და/ან არ ცვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგადახდო მომსახურებას.

9.2 ცვლილებას მიეთითება ვებ გვერდზე განთავსების თარიღი.

9.3 ხელშეკრულებაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ჩაითვლება თქვენთან შეთანხმებულად, თუ ცვლილების ძალაში შესვლამდე არ შეგვატყობინებთ, რომ არ ეთანხმებით დაგეგმილ ცვლილებებს. ჩვენს მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება თქვენს მიერ დადასტურებულად, თუ ცვლილების ამოქმედებამდე შეთავაზებულ პირობებზე არ განგვიცხადებთ უარს. ცვლილებების ამოქმედებამდე უფლებამოსილი ხართ შეწყვიტოთ ხელშეკრულება დაუყოვნებლივ, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის განსაზღვრული ყოველგვარი საკომისიოს, ხარჯის და პირგასამტეხლოს გადახდის გარეშე. თავის მხრივ, ცვლილებებზე უარის შემთხვევაში ჩვენ უფლება გვაქვს შევწყვიტოთ ხელშეკრულება ცვლილებების ამოქმედების თარიღის შემდეგ.

9.4 თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. თქვენთვის შეწყვეტა არ წარმოშობს რაიმე დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს ჩვენს წინაშე.

9.5 ჩვენ შეგვიძლია თქვენთან შევწყვიტოთ ხელშეკრულება იმ შემთხვევაში თუ ა) ანგარიშს გამოიყენებთ არაკანონიერი მიზნებისთვის; ბ) გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ თქვენი მონაცემები შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში; გ) ანგარიშს გამოიყენებთ სამეწარმეო მიზნებისთვის; დ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

9.6 ჩვენი მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტამდე 1 თვით ადრე თქვენ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და მობილურზე მიიღებთ აღნიშნულის შესახებ.

9.7 ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, თქვენი ანგარიში გაუქმდება, მაგრამ თქვენ გექნებათ საშუალება ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში ანგარიშზე არსებული თანხა გაანაღდოთ.

9.8 ჩარჩო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, საგადახდო მომსახურებისთვის რეგულარულად გადასახდელი საკომისიოს გადახდა მოხდება მხოლოდ გაწეული საგადახდო მომსახურების პერიოდის პროპორციულად.

9.9 ჩვენ უფლება გვაქვს გაგიუქმოთ postapay.ge-ზე თქვენი ანგარიში, იმ შემთვევაში თუ 1 წლის განმავლობაში არ შეხვალთ თქვენს ანგარიშზე ან/და 1 თვის განმავლობაში არ მოხდება თქვენს ანგარიშზე თანხის დარიცხვა. გაუქმების შესახებ შემტყობინება გამოიგზავნება ანგარიშზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან/და ელ-ფოსტის მისამართზე

 

10. მომხმარებლის მომართვა და საჩივრის დაფიქსირება

10.1 თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოგვმართოთ და დააფიქსიროთ თქვენი საჩივარი.

10.2 საჩივრის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგი საშუალებებით: სატელეფონო ზარით; ონლაინ ჩატით; ელექტრონული ფოსტით; ფეისბუქის გვერდის საშუალებით; კომპანიის სათაო ოფისში ან რეგიონალურ ოფისებში მისვლით;

10.3 თქვენ საჩივარი შეგიძლიათ დააფიქსიროთ წერილობით, ტელეფონით, ელექტრონულად ან/და სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით.

10.4 თქვენ საჩივარზე პასუხი გეცნობებათ საჩივრის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 15  სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მხრიდან საჭირო იქნება მეტი დრო, კომპანია ან კომპანიის შესაბამისი თანამშრომელი გაცნობებთ აღნიშნულის შესახებ

11. თანხის გაგზავნა მიღება/საკომისიო

  • 1 იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ თანხის გაგზავნა თქვენ უნდა ფლობდეთ ფოსტა ფეი-ს ანგარიშს.
  • 2 თქვენ ვერ შეძლებთ გადარიცხვის გაუქმებას, რომელიც უკვე აისახა მიმღების ანგარიშზე, ამიტომ იყავით ყურადღებით და ფრთხილად აკრიფეთ ის მისამართი სადაც გსურთ თანხის გაგზავნა.
  • 3 თანხის სისტემაში გადაგზავნის საკომისიო დაგეკისრებათ თქვენ. ტარიფები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე.
  • 4 თუ თქვენი ფოსტა ფეი-ს ანგარიშზე ჩაირიცხა თანხა თქვენ მიიღებთ შეტყობინებას იმ ელექტრონულ ფოსტასა და მობილურ ტელეფონზე, რომელიც მითითებული გაქვთ რეგისტრაციის მომენტში. თქვენს ანგარიშზე თანხის ნებისმიერი მოძრაობა ჩაიწერება გადარიცხვების ისტორიაში.
  • 5 შესაძლებელია მოხდეს თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ანულირება, თუ გადამხდელმა, გადამხდელმა ბანკმა ან გადახდის სერვისის მიმწოდებელმა მოახდინა ტრანზაქციის ან სხვა გადახდის უკუდარიცხვა ან სხვაგვარად ანულირება.
11.6. საკომისიო
  • 6.1 საკომისიო გადასახადი დამოკიდებულია თქვენი ანგარიშის ტიპზე.
  • 6.2 გადარიცხვებთან დაკავშირებული საკომისიო მოსაკრებლები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ გვერდზე მითითებულ ტარიფებში.
  • 6. 3 მოსაკრებლების ოდენობის შეცვლის შემთხვევაში შესაბამისად განახლდება ჩვენს ვებ გვერდზე მოცემული ინფორმაცია.
  • 6. 4 ისეთი გადარიცხვების დროს, როდესაც საჭიროა კონვერტაცია, ფოსტა ფეი გამოიყენებს იმ მომენტისათვის ბანკში არსებულ სავალუტო კურსს. ასევე ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დავამატოთ ვალუტის გადაცვლის საკომისიო, რომელიც დაემატება გადარიცხვის საკომისიოს.
  • 11.5 გადარიცხვისა და კონვერტაციის საკომისიოები დაიქვითება თქვენი ფოსტა ფეი-ს ანგარიშიდან

12. დამატებითი ინფორმაცია

სს ფოსტა ფეი
საიდენტიფიკაციო კოდი: 402083776
სარეგისტრაციო ნომერი: 0082-2904 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 ოქტომბრის N103 განკარგულება
საზედამხედველო ორგანოები:
საქართველოს ეროვნული ბანკი, ვებგვერდის მისამართი: www.nbg.gov.ge
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ვებგვერდის მისამართი: www.fms.gov.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ:

საზედამხედველო ორგანოები არცერთ შემთხვევაში არ არი ან პასუხისმგებელნs ჩვენს მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ 2016 წლის 06 იანვრის №1/04 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი“-თ განსაზღვრული ინფორმაცია და ინფორმაცია ჩარჩო ხელშეკრუელბის პირობების შესახებ, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში ვებ გვერდის (www.postapay.ge) საშუალებით.

 

ხელშეკრულება ან/და მიმდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობები ჩვენს შორის რეგულირდება ქართულ ენაზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ცხელი ხაზი: (+995 32) 257 5000
ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, შარტავას ქ N 24;
ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@postapay.ge
ვებგვერდის მისამართიwww.postapay.ge;

მენიუ