კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

  1. კომფიდენციალურობის პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშნველობა, რაც ვადებსა და პირობებში, თუ აღნიშნულიდან აშკარად სხვა არ გამომდინარეობს.
  2. მხარეები ვალდებულნი არიან ვადების და პირობების მოქმედების პერიოდში დაიცვან წინამდებარე კონფიდენციალურობის პირობები. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:

ა) იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად;

ბ) ინფორმაციას, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;

გ) ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

  1. მიუხედავათ მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, ჩვენ უფლებამოსილები ვართ თქვენი დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე:

ა) გადავცეთ ან გავმუჟღავნოთ ჩვენს ხელთ  არსებული ინფორმაცია თქვენს შესახებ, თქვენს მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ თქვენს მიერ ნებადართულ პირებს, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს და ჩვენთან აფილირებულ კომპანიებს;

ბ) გადავცეთ ან გავმუჟღავნოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია თქვენს შესახებ შპს „საქართველოს ფოსტას“ (ან/და სხვა მსგავსი საქმიანობის მქონე სუბიექტს) თქვენთან კომუნიკაციის მიზნით.

გ) ვადების და პირობების მოქმედების პერიოდში დავამუშავოთ თქვენი მონაცემები მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ თქვენგან ან წინამდებარე პირობებში ჩამოთვლილი მესამე პირ(ებ)ისაგან მოპოვებას, შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას (მათ შორის ინფორმაციის გამოთხოვას ან/და გამჟღავნებას წინამდებარე პირობებში მოცემული მესამე პირ(ებ)ისთვის, რომლებიც შემდგომში განახორციელებენ მონაცემთა დამუშავებას წინამდებარე პირობებით განსაზღვრული მიზნით) მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას), ასევე გადავცეთ მესამე პირს და მივიღოთ მისგან თქვენზე ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, დავალიანების არსებობა არარსებობისა.

დ) ჩვენს ან/და წინამდებარე პირობებში ჩამოთვლილი მესამე პირების მიერ ხორციელდება თქვენი ან თქვენს მიერ დასახელებული მესამე პირ(ებ)ის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავება (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ჩვენი შეკვეთით უფლებამოსილი პირების მიერ) ან/და წინამდებარე პირობებში ჩამოთვლილი მესამე პირებისათვის ამ ინფორმაციის გადაცემა კონკრეტული მიზნებისათვის, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი პერსონალური მონაცემებით:

 

  • სახელი
  • გვარი
  • ელ. ფოსტა
  • პირადი ნომერი
  • საბუთის ტიპი (ID ბარათი ან პასპორტი)
  • საბუთის ნომერი
  • გაცემის და მოქმედების ვადა
  • პაროლი (მითითება ხდება ორჯერ)
  • მობილური ტელეფონის ნომერი
  • დამატებითი სტაციონალური ტელეფონის ნომერი
  • საფოსტო ინდექსი
  • სქესი
  • მოქალაქეობა
  • დაბადების თარიღი
  • იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები
  • ანგარიშის ნომერი ან პირის უნიკალური კოდი (ასეთების არსებობის შემთხვევაში)
  • ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც გიკავშრდებათ თქვენ და რის შედეგადაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება
  • სხვა ინფორმაცია, რომელიც ნებისმიერ განაცხადში, ელექტრონულ ველში შეავსეთ ან დაფიქსირდა, ასევე ინფორმაცია რომელიც თქვენ სხვა ფორმით მოგვაწოდეთ ან რომელიც ჩვენთვის ცნობილი გახდა.
  1. ჩვენთვის, თქვენს მიერ განაცხადის, ელექტრონული ველის შევსებით, სატელეფონო საუბრით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ნებისმიერი ფორმით ინფორმაციის მიწოდება განიხილება, როგორც თქვენი თანხმობა ამ მონაცემების ჩვენი მხრიდან დამუშავების თაობაზე.
  2. თუ თქვენ მომსახურებების მიღების მიზნით, ჩვენ გვაწვდით მესამე პირების (დამატებითი ბარათის მფლობელი, თავდები პირი, ოჯახის წევრები, დამსაქმებელი და სხვა) შესახებ ინფორმაციას, მათ შორის და არამარტო ინფორმაციას პერსონალური მონაცემების, გადახდისუნარიანობის, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ და სხვა, ხოლო ჩვენ ვახორციელებთ აღნიშნული ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური მონაცემების, დამუშავებას მომსახურებების შესრულებისთვის ან/და მარკეტინგული მიზნით, თქვენ თავად ხართ ვალდებული მოპოვებული ჰქონდეს აღნიშნულ პირთა თანხმობა, მათი პერსონალური მონაცემების ჩვენს მიერ დამუშავებაზე. თქვენს მიერ ამგვარი ინფორმაციის მოწოდების ფაქტი გულისხმობს თქვენს მიერ ამ პიროვნებისგან თანხმობის მოპოვებას და აღარ საჭიროებს ჩვენს მიერ ასეთი დასტურის მოპოვებას. თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე, რომელიც შესაძლოა მოგვადგეს ჩვენ თქვენს მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თქვენ თანახმა ხართ აგვინაზღაუროთ და დაგივცვათ ჩვენ ნებისმიერი ზარალისგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შედეგობრივ ზარალს), საჩივრისგან, ხარჯისგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებსაც ჩვენ გავიღებთ საკუთარი უფლებების განსახორციელებლად), იურიდიული პროცესისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც ამგვარი დარღვევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას;
  3. თქვენთვის ცნობილია და ეთანხმებით, რომ მომსახურებებით სარგებლობის პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, ჩვენს მიერ თქვენი ან თქვენს მიერ დასახელებული მესამე პირ(ებ)ის მონაცემების (მათ შორის პერსონალური მონაცემების) დამუშავება აუცილებელია:

ა) მომსახურებების გასაწევად;

ბ) ჩვენი და მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად;

გ) ჩვენს მიერ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;

  1. თუ მონაცემთა დამუშავებისთვის, კანონმდებლობა ითხოვს თქვენს თანხმობის არსებობას, აღნიშნულ თანხმობად ჩაითვლება ნებისმიერი ელექტრონული ან/და არაელექტრონული ფორმით გაკეთებული თქვენი განაცხადი, რომლითაც თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ვადებს და პირობებს და რომელიც ამ განაცხადთან ერთად წარმოადგენს ერთიან ხელშეკრულებას;
  2. ამასთან ჩვენს ან/და წინამდებარე პირობებში ჩამოთვლილი მესამე პირ(ებ)ის მიერ თქვენი ან თქვენს მიერ მითითებული მესამე პირების პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა და სხვა მიზნით, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე:

ა) მომსახურებების სრულად და ჯეროვნად განხორციელებისთვის;

ბ)  კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ინფორმაციის აუდიტორული კომპანიების, პოტენციური ცესიონერის ან ცედენტის, მარეგულირებლის, მაკონტროლებლის ან სხვა ზედამხედველი ორგანოსათვის ხელმისაწვდომობისთვის;

გ) მომსახურებების გასაუმჯობესებლად და განვითარებისთვის;

დ) სხვადასხვა ანგარიშების, კვლევების ან/და პრეზენტაციების მოსამზადებლად და სადემონსტრაციოდ;

ე) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე თაღლითობის, ფულის გათეთრების ან სხვა დანაშაულის გამოსავლენად ან/და პრევენციისთვის;

ვ) არსებული მომსახურებების ფარგლებში, მომსახურებების პირობების ცვლილების შეთავაზებისთვის, რის აუცილებელ წინაპირობასაც შეთავაზების მომენტისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადამოწმება წამოადგენს;

თ) მარკეტინგული მიზნით, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის მიზნით;

  1. თქვენ ეთანხმებით მონაცემების წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ჩამოთვლილი მესამე პირებისთვის გადაცემას ან/და თავად ასეთი პირ(ებ)ისაგან თქვენი ან/და თქვენს მიერ დასახელებული მესამე პირების შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების გამოთხოვა;
  2. თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენს მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავდეს თქვენი მონაცემები, კერძოდ: სახელი; გვარი; სქესი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; ასაკი; მისამართი; საკონტაქტო ინფორმაცია; შევსებული განაცხადები; IP მისამართი; საკრედიტო ისტორია; სესხის აღების და დაფარვის თარიღი; სამუშაო ადგილი; პოზიცია; შემოსავალი; ტელეფონის ნომერი; ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენ განაცხადში, ელექტრონულ ველში შეავსეთ ან დაფიქსირდა, ასევე ინფორმაცია რომელიც თქვენ სხვა ფორმით მოგვაწოდეთ ან რომელიც ჩვენთვის ცნობილი გახდა.
  3. თქვენ აცხადებთ თანხმობას ჩვენგან მიიღოთ პირდაპირი მარკეტინგის, ასევე საინფორმაციო და სარეკლამო შეტყობინებები.
  4. 12. როდესაც მომხმარებელი შედის “POSTA PAY“-ის საიტზე https://www.postapay.ge ან სარგებლობს ვებგვერდის მომსახურებით, “POSTA PAY“-ი აგროვებს ინფორმაციას, რომელიც იგზავნება მომხმარებლის/კლიენტის კომპიუტერიდან, მობილური ტელეფონიდან ან სხვა მოწყობილობიდან. “POSTA PAY“-ის სჭირდება მომხმარებლის/კლიენტის შესახებ ისეთი პირადი მონაცემები, როგორიცაა სახელი და გვარი, მისამართი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონის ნომერი და დაბადების თარიღი, ასევე ფინანსურ ინფორმაციას, როგორიცაა ბანკის ანგარიშის ნომერი, საკრედიტო ბარათის ნომერი.
  5. მომხმარებლის/კლიენტის მიერ “POSTA PAY“-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის, მომხმარებლის/კლიენტის მიმდინარე სტატუსის და მის მიერ განსახორციელებელი ტრანზაქციის ტიპის მიხედვით, “POSTA PAY“-ი მოიპოვებს დამატებით ინფორმაციას პარტნიორი ბანკებიდან, საკრედიტო/სადებეტო ბარათების დამუშავების სამსახურებიდან, პირადობის შემმოწმებელი სამსახურებიდან და საკრედიტო სააგენტოებიდან.
  6. “POSTA PAY“-ი უფლებას იტოვებს მოითხოვოს მომხმარებლის/კლიენტის პირადობის და მისამართის დამამტკიცებელი საბუთი. “POSTA PAY“-ი იმახსოვრებს მომხმარებლის/კლიენტის ბრაუზერს და IP მისამართს. თუ მომხმარებელი/კლიენტი გამოაგზავნის ელექტრონულ შეტყობნებას “POSTA PAY“-ი შეინახავს მას. ასევე ინახავს “POSTA PAY“-ი საიტზე გაკეთებულ ნებისმიერ ტრანზაქციას. ასევე ინფორმაციას შეგროვებულს ქუქი ფაილების მიერ.

 
პირადი ინფორმაციის გამოყენება

  1. “POSTA PAY“-ი მომხმარებლის/კლიენტის პირად ინფორმაციას გამოიყენებს მომხმარებლის/კლიენტის “POSTA PAY “ანგარიშის ამოქმედების და “POSTA PAY“-ის მიერ მომსახურებების გაწევის მიზნით. “POSTA PAY“-ი ასევე გარკვეულ ინფორმაციას აწვდის პარტნიორ ბანკებს ან საკრედიტო/სადებეტო ბარათების დამუშავების სამსახურებს (ასეთის არსებობისას), პირადობის შემმოწმებელ სამსახურებს და საკრედიტო სააგენტოებს, რაც წარმოადგენს “POSTA PAY“-ის ჩვეულებრივი მიმდინარე საქმიანობის შემადგენელ ნაწილს.
  2. აღნიშნული მონაცემების გაზიარების მიზანია მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და კონტროლი, ასევე თაღლითური და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა, შეზღუდვა და “ფოსტა ფეი”-ის ფინანსური რისკების მართვა. იდენტიფიკაციის ან თაღლითური ქმედებების პრევენციაზე კონტროლის განხორციელების დროს, სერვისის მიმწოდებელს უფლება აქვს შეინახოს “ფოსტა ფეი”-ის გამოკითხვების შესახებ ჩანაწერები მომხმარებლის/კლიენტის ინფორმაციასთან ერთად. “ფოსტა ფეი”-ის სერვისების გამოყენებით მომხმარებლი/კლიენტი პირდაპირ ეთანხმება აღნიშნული მიზნებისთვის მომხმარებლის/კლიენტის პირადი მონაცემების გაცვლას. ამასთან, “ფოსტა ფეი”-ის ანგარიშის სხვა მფლობელისთვის თანხის გაგზავნის შემთხვევაში, “ფოსტა ფეი”-ი, როგორც მინიმუმი, მომხმარებლის/კლიენტის ელექტრონული ფოსტის მისამართს გადასცემს თანხის მიმღებს. “ფოსტა ფეი”-მ შესაძლოა ასევე მომხმარებლის/კლიენტის მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხების მიმღებებს გავუგზავნოს სხვა ისეთი პირადი მონაცემები, როგორიცაა მომხმარებლის/კლიენტის სახელი და გვარი, მისამართი და საცხოვრებელი ქვეყანა, თუ მიმღებები მოითხოვენ ამგვარ ინფორმაციას გადახდის პროცესის გამარტივების, გადახდების კომერციულ ტრანზაქციებთან შესაბამისობაში მოყვანის ან თაღლითურ ქმედებებზე და ფულის გათეთრებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით.
  3. “ფოსტა ფეი”-მ ასევე შესაძლოა მომხმარებლის/კლიენტის პირადი მონაცემები მიაწოდოს თავის პარტნიორ კომპანიებისა და პარტნიორ ბანკებს, სხვა ისეთ კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან მომხმარებლის/კლიენტისთვის ან თანხის მიმღებისთვის სერვისების გაწევის პროცესში. მომხმარებელი/კლიენტი პირდაპირ ეთანხმება მისი მონაცემების ამგვარად გამჟღავნებას. თუ მომხმარებელი/კლიენტი მომართავს “ფოსტა ფეი” მესამე პირის მეშვეობით და ეს მესამე პირი უფლებამოსილია ტრანზაქციის მოცულობების, რაოდენობების ან ტიპების მიხედვით საკომისიოს გადახდაზე, “ფოსტა ფეი”-მ შესაძლოა ეს პირადი მონაცემები, მათ შორის ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია გაუზიაროს აღნიშნულ მესამე პირს საკომისიო გადახდების უზრუნველყოფის მიზნით. თუ პირადი მონაცემების მოპოვება ხდება მესამე პირის, მაგალითად მოვაჭრის, სარეკლამო ვებგვერდის ან “ფოსტა ფეი”-ის  პარტნიორი ვებგვერდის მიერ ან მისი საშუალებით, მომხმარებელის/კლიენტის პირადი მონაცემების შეგროვება და გამოყენება შესაძლოა ასევე დარეგულირდეს მესამე პირის კონფიდენციალობის შესახებ პოლიტიკით.
  4. მომხმარებელის/კლიენტის მონაცემებს “ფოსტა ფეი”-ი იყენებს იმისთვის რომ: გახსნას ანგარიში “ფოსტა ფეი”-ის სისტემაში, შეავსოს ბალანსი, გაგზავნოს ან მიიღოს თანხა სხვა მომხმარებლისგან. შეამოწმოს და მართოს საკუთარი “ფოსტა ფეი”-ის ანგარიში, ამისათვის “ფოსტა ფეი”-ი უზრუნველყოფს დამკვეთის/მომხმარებლის/კლიენტის მხარდაჭერას, უსაფრთხო ტრანზაქციის პროცესს, დავების გადაჭრას. დროდადრო “ფოსტა ფეი”-ი ახორციელებს მომხმარებლის/კლიენტის ინფორმირებას მნიშვნელოვანი ფუნქციონალური ცვლილებები შესახებ საიტზე, კლიენტის/მომხმარებლის მიერ “ფოსტა ფეი”-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის დამუშავდებას,  კლიენტის/მომხმარებლის შევსებული პირადი ინფორმაციის შესაბამისად.
  5. “ფოსტა ფეი”-ი კლიენტის/მომხმარებლის ანგარიშის გახსნის მიზნით, მაღალი ღირებულების ტრანზაქციებისთვის შესაძლოა პირადი ინფორმაცია გადასცეს შესაბამის ორგანოებს. შემოწმების მიზნით, “ფოსტა ფეი”-ის სერვისებით სარგებლობისას, კლიენტის/მომხმარებლის IP მისამართის აკრეფისა და სისტემაში შესვლის დროები იწერება და ინახება თაღლითური მოხმარების თავიდან აცილების და “ფოსტა ფეი”-ის სერვისების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. “ფოსტა ფეი”-მა შესაძლოა ასევე მოიპოვოს გამოყენებისა და წვდომის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც მას საშუალებას მისცემს ანგარიშის მრავალჯერადად გახსნის ან სხვა თაღლითური ქმედების თავიდან აცილების ან “ფოსტა ფეი”-ის სისტემებში უკანონო შეჭრისგან ან ბოროტად გამოყენებისგან დაცვის მიზნით გაატაროს პრევენციის შესაბამისი ღონისძიებები. მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნით, “ფოსტა ფეი”-ი შესაძლოა ამგვარი ინფორმაცია გაუზიაროს თაღლითური ქმედებების მართვის სპეციალიზირებულ და სანდო სამსახურებს საქართველოს ფინანსური მონოტორინგის სამსახურს, რომლებიც მას დახმარებას გაუწევენ ამ ინფორმაციის გაანალიზებაში.

 

პირადი ინფორმაციის კონტროლი

  1. თუ კლიენტის/მომხმარებლის პირადი მონაცემები (როგორიცაა სახელი და გვარი, მისამართი ან ტელეფონის ნომერი) შეიცვლება, მათმა დაუყოვნებლივ უნდა განაახლონ მონაცემები “ფოსტა ფეი”-ის ანგარიშის ,,პროფილის ” განყოფილებაში ან დაუკავშირდენ კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურს. “ფოსტა ფეი”-ი პასუხს არ აგებს ნებისმიერ ისეთ ზარალზე, რომელიც წარმოიქმნება კლიენტის/მომხმარებლის მიერ პირადი მონაცემების განუახლებლობის შედეგად.
  2. კანონის ძალით “ფოსტა ფეი” ვალდებულა შეინახოს გარკვეული ჩანაწერები კლიენტის/მომხმარებლის ტრანზაქციის დახურვიდან სულ ცოტა ექვსი წლის განმავლობაში.

კომუნიკაცია

  1. წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ კლიენტი/მომხმარებლი მიიღებს დადასტურებას შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კლიენტს/მომხმარებლს ასევე შეუძლიათ მიიღონ სისტემის მიერ გენერირებული ტრანზაქციების შესახებ ელექტრონული შეტყობინებები, როგორიცაა ბალანსის შევსები დადასტურების, გადახდების მიღების, პაროლის შეცვლის შესახებ შეტყობინებები და ა.შ. რეგისტრირებული მომხმარებლები/კლიენტები დროდადრო ინფორმაციას მიიღებენ პროდუქტებზე, სერვისებზე და სპეციალურ ტრანზაქციებზე საინფორმაციო ბიულეტენის საშუალებით, თუ მომხმარებელი არ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ მათ არ სურთ ამგვარი ბიულეტენის მიღება. კლიენტს/მომხმარებლს შუძლიათ “ფოსტა ფეი”-ის საინფორმაციო ბიულეტენების მიღებასთან ან არმიღებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის შეცვლა “ფოსტა ფეი”-ის ანგარიშის განყოფილებაში ან ნებისმიერი საინფორმაციო ბიულეტენის ელექტრონულ შეტყობინებაში შესაბამის ბმულზე დაწკაპებით.
  2. კლიენტმა/მომხმარებლმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინი მაინც მიიღებენ ისეთ შეტყობინებას მათი ანგარიშის შესახებ, როგორიცაა ტრანზაქციებთან დაკავშირებული ელექტრონული შეტყობინებები ან მათი ანგარიშის ფუნქციონირებასთან ან “ფოსტა ფეი”-ის სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა შეტყობინებები.

ბმულები

  1. “ფოსტა ფეი”-ი-ს ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს მესამე პირთა ვებგვერდების ბმულებს. გაცნობებთ, რომ “ფოსტა ფეი”-ის პასუხს არ აგებს მესამე პირთა აღნიშნული ვებგვერდების კონფიდენციალურობაზე.
  2. “ფოსტა ფეი”-ი მომხმარებლებს/კლიენტებს თავაზობს გაეცნონ თითოეული იმ ვებგვერდის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ განცხადებებს, რომელსაც ეწვევიან “ფოსტა ფეი”-ის ვებგვერდზე არსებულ ბმულზე დაწკაპებით. ეს კონფიდენციალობასთან დაკავშირებული განცხადება ვრცელდება მხოლოდ “ფოსტა ფეი”-ი-ს ვებგვერდზე და “ფოსტა ფეი”-ის სერვისებზე.

უსაფრთხოება

  1. “ფოსტა ფეი”-ი იცავს მომხმარებლების/კლიენტების პირად მონაცემებს არასანქცირებული წვდომისგან, გამოყენებისგან ან გამჟღავნებისგან. მომხმარებლებს/კლიენტებს უნდა ახსოვდეთ, რომ როგორც კი ისინი შევლენ მათ სახელზე არსებულ ანგარიშზე “ფოსტა ფეი”-ის სისტემაში, ყველა ინტერნეტ კომუნიკაცია დაცული იქნება SSL (დაცული საკეტების ფენა) პროტოკოლის გამოყენებით, რომელსაც გააჩნია უსაფრთხოების მაღალი დონის 1028 ბიტიანი სიძლიერის შიფრირების უნარი და სერტიფიცირებულია. თუმცა, დაცვის ასეთი მაღალი დონე მხოლოდ ქმედითია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები/კლიენტები თავად დაიცავენ უსაფრთხოების გარკვეულ ნორმებს.
  2. მომხმარებლებმა/კლინტებმა არასოდეს არ უნდა გაანდონ სხვას საკუთარი ანგარიშის დეტალები ან ლოგინი. თუ ისინი ვარაუდობენ, რომ მათი ლოგინის რომელიმე დეტალს საფრთხე შეექმნა, შეუძლიათ შეცვალონ ის მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს როგორც კი სისტემაში შევლენ, თუმცა ასევე დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდნენ “ფოსტა ფეი”-ი-ს კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურს და აცნობონ ის მიზეზი, თუ რატომ ჰგონიათ, რომ მათ ანგარიშს საფრთხე ემუქრება. მომხმარებლები/კლიენტები “ფოსტა ფეი”-ის ანგარიშის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, უნდა გაეცნონ ანგარიშის გამოყენების პირობებს.

ცვლილებების შესახებ შეტყობინება

  1. კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებაში ცვლილებები გამოქვეყნდება “ფოსტა ფეი”-ის ვებგვერდზე.
  2. თუ “ფოსტა ფეი”-ი დააპირებს კლიენტის/მომხმარებლის პირადი მონაცემების გამოყენებას მათი შეგროვების დროს განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული გზით, “ფოსტა ფეი”-ი ამას მათ შეატყობინებს ელექტრონული ფოსტით. კლიენტს/მომხმარებელს უფლება გაქვთ პროტესტი გამოთქვას მატი პირადი მონაცემების ნებისმიერი ახალი სახით გამოყენებაზე “ფოსტა ფეი”-ის შესაბამის სამსახურთან დაკავშირებით, თუმცა, “ფოსტა ფეი”-იმ  ამგვარი პროტესტი შეიძლება განიხილოს როგორც კლიენტის/მომხმარებლის  “ფოსტა ფეი”-ის  მხრიდან მომსხურების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება.
მენიუ