ჩვენს შესახებ

სს ,,ფოსტა ფეი’’ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი.  კომპანია დარეგისტრირდა 2018 წლის 20 აპრილს.

გახსნის დღიდან ჩვენი მისწრაფებაა, რომ გავხდეთ წამყვანი საგადახდო მომსახურების კომპანია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში.

ჩვენი მისიაა დავნერგოთ ინოვაციური, უახლესი ფინანსური ტექნოლოგიის სერვისები, რათა ჩვენი მომხმარებლებისთვის გადახდის პროცესი გავხადოთ უფრო მარტივი და მოქნილი.

ჩვენი ხედვაა, გავხდეთ ისეთი ტიპის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, სადაც სწრაფი პროცესინგი, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და მომსახურების მოქნილობა კარგად დამკვიდრებულია. ჩვენთვის თითოეული კლიენტი მნიშვნელოვანი და უნიკალურია. სწორედ ამიტომ, ფოსტა ფეის გუნდი ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა და მათთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.


კომპანიის მიმოხილვა

სს „ფოსტა ფეი“ წარმოადგენს საგადახდო მომსახურების პროვაიდერ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში, კერძოდ  ქ. თბილისში. კომპანია დაფუძნდა 2018 წლის 20 აპრილს. ხოლო,  2018 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკისგან  მივიღეთ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზია.

გახსნის დღიდან, ჩვენ ბევრს ვშრომობთ, რათა გავხდეთ წამყვანი საგადახდო მომსახურების კომპანია არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში.

ამჟამად, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ შემდეგ პროდუქტებს: ელექტრონულ საფულესა და სწრაფ ფულად გზავნილებს.

ჩვენი მისიაა დავნერგოთ ინოვაციური უახლესი ფინანსური ტექნოლოგიის სერვისები, რათა ჩვენი მომხმარებლებისთვის გადახდის პროცესი გავხადოთ უფრო მარტივი, მოხერხებული და კომფორტული. ჩვენთვის მომხმარებლის უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ჩვენ დავნერგეთ მკაცრი ვერიფიკაციის პროცედურები. ყველა ჩვენმა მომხმარებელმა გაიარა დეტალური KYC და სრული ვერიფიკაციის პროცესი.

ჩვენი ხედვაა გავხდეთ ისეთი ტიპის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, სადაც სწრაფი პროცესინგი, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და მომსახურების მოქნილობა კარგად დამკვიდრებულია. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე, რადგან ფოსტა ფეისთვის, თითოეული კლიენტი მნიშვნელოვანია.

 

პროდუქტები და სერვისები

ამჟამად, ფოსტა ფეი სთავაზობს შემდეგ პროდუქტებსა და სერვისებს: ელექტრონულ საფულეს (ფოსტა საფულე) და სწრაფ ფულად გზავნილებს (ფოსტა ტრანსფერი).

ფოსტა საფულის ანგარიშის გახსნა უფასოა. ფოსტა საფულე საშუალებას აძლევს მომხმარებელს მართოს თანხები მარტივად და მოხერხებულად. კლიენტს ასევე შეუძლია გააგზავნოს და მიიღოს ფული, შეიძინოს მობილური და ინტერნეტ პაკეტები, შეავსოს ბალანსები და გადაიხადოს კომუნალური გადახდები.

 

ფოსტა ტრანსფერი საშუალებას აძლევს კლიენტებს გააგზავნონ და მიიღონ ფული შეფერხების გარეშე რამდენიმე წუთში. ჩვენ დაკავშირებული ვართ ადგილობრივ და საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილების კომპანიებთან იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის შევქმნათ მაქსიმალური კომფორტი.

სხვადასხვა მახასიათებლები ზრდის ელექტრონული ფულის საშუალების მნიშვნელობას.

ელექტრონული საფულე, როგორც ფოსტა ფეის ძლიერი ფინანსური პლატფორმის ერთ-ერთი მახასიათებელი, გაძლევს მრავალ ღირებულ თვისებებს:

მარტივი რეგისტრაცია

დაშიფრული პირადი და ფინანსური მონაცემები

შეუფერხებელი გადარიცხვა ანგარიშებს შორის

შესაძლებლობა გამოიყენო სადებეტო ან საკრედიტო ბარათი

გაზიარებული გადახდები მრავალ მიმღებს შორის

ონლაინ და ოფლაინ გადახდის საშუალება

ქლაუდზე დაფუძნებული სისტემა

ტექნიკური მხარდაჭერა ონლაინ ჩათის და ტელეფონის საშუალებით

მენიუ