”ს.ს. ფოსტა ფეი”-მ შეიტანა განაცხადი ”ISO”-ს გამომშვების საიდენტიფიკაციო ნომერზე (ინგ. ”IIN”)

ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2018 წ. 23 ოქტომბერს, ”ს.ს. ფოსტა ფეი”-მ შეიტანა განაცხადი ”ISO”-ს გამომშვების საიდენტიფიკაციო ნომერზე (ინგ. ”IIN”) ბრიტანულ საგადახდო ადმინისტრირების კომპანია ”Pay.UK.”-ში.

რა არის გამომშვების საიდენტიფიკაციო ნომერი?

გამომშვების საიდენტიფიკაციო ნომერი (ე.წ. ”IIN”) წარმოადგენს პირველ რვა ციფრს იმ გრძელი ანგარიშის ნომრიდან, რომელიც გვხდება პლასტიკური ბარათის წინა მხარეს, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტ ”ISO/IEC 7812”-ს. აღნიშნული ციფრების მიმდევრობას, რომელიც შეიძლება შედგებოდეს მაქსიმუმ 19 ციფრებისგან, ეწოდება ”პირველადი ანგარიშის ნომერი” (ინგ. ”PAN”).

გამომშვების საიდენტიფიკაციო ნომრის მიზანს წარმოადგენს ბარათის გამომშვების განსაზღვრა და ის აცნობებს ეკვაიერებსა და ბარათის გამომშვებებს (ემიტენტებს), თუ როგორ მოახდინონ გარიგების მარშრუტის განსაზღვრა. გამომშვების საიდენტიფიკაციო ნომერი (‘IIN’) გამოიყენება ფინანსური დაწესებულებებისა და სხვა კომპანიების მიერ.

კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.
მენიუ